წლის ფეხბურთელი

29 დეკემბერი 2016, 00:00 2648 ნახვა

2016 წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი გახდა. ოქრიაშვილმა, წელს გოლები სანაკრებო მატჩებში ყაზახეთის, უელსისა და ესპანეთის ეროვნულ გუნდებს გაუტანა. საქართველოს ნაკრებმა ამ გოლებით ესპანეთში ადგილობრივ ნაკრებთან ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. რაც შეეხება სხვა ნომინაციებს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - ოთარ კიტეიშვილი, საუკეთესო მსაჯი-გიორგი ვადაჭკორია, საუკეთესო მწვრთნელი კი გია ცეცაძე გახდა. საუკეთესო ქალი ფეხბურთელი - გულნარა გაბელია, საუკეთესო ბომბარდირი 2015-16 სეზონის - გიორგი ქვილითაია. საუკეთესოები საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რანგით პირველი და მეორე ლიგების კლუბების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა, ასევე, საქართველოს ქალთა ეროვნული ჩემპიონატის კლუბებისა და ფუტსალის ეროვნული ჩემპიონატის კლუბების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა დაასახელეს. ფედერაციამ გამოკითხვა სპეციალური ანკეტების მეშვეობით ჩაატარა.

ამავე კატეგორიაში