ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები გაიხსნა - საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს

04 ოქტომბერი 2025, 07:52 308 ნახვა

ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები გაიხსნა. საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. ხმის მიცემის პროცესი 08:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდება.

ქვეყნის მასშტაბით მუშაობს 3 061 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება, მათ შორისაა გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი ათი უბანი, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებებშია გახსნილი.

მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობის საშუალება ექნება 3 130 348 ამომრჩეველს. არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა პირველად ექნება 47 000-მდე ახალგაზრდას. გადასატანი ყუთის მოთხოვნით კი, საარჩევნო ადმინისტრაციას 60 754-მა ამომრჩეველმა მიმართა.

4 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 12 პოლიტიკური პარტია, რომელთა რიგითობა საარჩევნო ბიულეტენში ასეთია:

1. „მამული, ენა, სარწმუნოება“; 3. „კონსერვატორები საქართველოსთვის“; 5. „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“; 7. „თავისუფალი საქართველო“; 8. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“; 9. „ძლიერი საქართველო – ლელო“; 11. „საქართველო“; 12. „მწვანეთა პარტია“; 14. „სახალხო ხელისუფლება“;  25. „გახარია საქართველოსთვის“, 36. „გირჩი“; 41. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.

საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებლები. არჩევნების მიმდინარეობას გააშუქებს 73 მედიასაშუალების ათასამდე წარმომადგენელი.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე