თვითრეგულირება

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი მუშაობს მაუწყებლის ქცევის კოდექსის მიხედვით. მისთვის უმთვარესია სიზუსტე, სამართლიანობა, მიუკერძოებლობა. ასევე, ეთნიკური, კულტურული, ენობრივი, რელიგიური, ასაკობრივი და გენდერული მრავალფეროვნება. 

ამ ღირებულებების დასაცავად, მაუწყებლის თითოეული თანამშრომელი მოქმედებს ჟურნალისტური ეთიკის, მაუწყებლის ქცევის კოდექსისა და საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად. 

თუ ფიქრობთ, რომ მაუწყებლის მიერ მომზადებულ სიუჟეტში, გადაცემასა თუ სტატიაში, დაირღვა ჟურნალისტური სტანდარტი, მოგვმართეთ წერილობით და თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში, განვიხილავთ ყველა შესაძლო გადაცდომას. 

რა არის თვითრეგულირების მექანიზმი და როგორ მუშაობს? 

„მაუწყებლის კოდექსის" და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მე-14 მუხლის თანახმად, ნებისმიერ მაუწყებელს ვალდებულება აქვს, რომ მომხმარებელთა საჩივრები მიიღოს და განიხილოს. 

ასევე, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 52-ე მუხლის შესაბამისად, მაუწყებლებს ევალება, მოქალაქის მიერ შემოტანილი საჩივრის დაზუსტების შემდეგ, თუ კომისიამ დარღვევა დაადგინა, ჯეროვნად დააზუსტოს, შეასწოროს ან უარყოფას გააკეთოს. 

როგორ დგება კომისია, რომელიც მოქალაქის მიერ შემოსულ სარჩელს განიხილავს? 

კომისია, რომელიც მოქალაქის სარჩელს განიხილავს, საჩივრის შემოსვლიდან 3 დღეში, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ბრძანების საფუძველზე იქმნება. 

სამ წევრიან კომისიაში არ შეიძლება იყვნენ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები, პოლიტიკოსები, სხვა მედიის წარმომადგენლები და საჯარო მოხელეები.  

აღნიშნულმა კომისიამ 21 დღეში უნდა განიხილოს მოქალაქის საჩივარი. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმი. 

მაუწყებლის ქცევის კოდექსი