AdjaraTV http://site.ajaratv.ge/rss Georgian <![CDATA[პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივით, ჩამორთმეულ მართვის მოწმობებზე 2026 წლის 1 იანვრიდან ფართომასშტაბიანი ამნისტია ცხადდება]]> ajaratv.ge/article/161052 https://ajaratv.ge/rss საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტმა მოამზადა კანონის პროექტი, რომლის მიხედვითაც 2026 წლიდან ამნისტია ცხადდება სხვადასხვა სამართალდარღვევის გამო მოქალაქეებისათვის სხვადასხვა ვადით ჩამორთმეულ მართვის მოწმობებზე.

კანონის პროექტი ბიუროს უკვე წარედგინა, ხოლო სამი მოსმენით, დაჩქარებული წესით ოთხშაბათს მიიღება. ამნისტია შეეხება ყველას, გარდა მძიმე ნარკოდანაშაულში ბრალდებულებისა, რაც დიდი ოდნობითნარკოტიკული საშუალებების შეძენა/შენახვა/გასაღებას გულისხმობს.

ამნისტია ასევე არ შეეხება იმ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად პირისთვის ჩამორთმეულ მოწმობას, რომელსაც ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა. ამნისტიის კანონპროექტს საქართველოს პარლამენტს განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი, არჩილ გორდულაძე წარუდგენს.
 

 

]]>
Mon, 15 Dec 2025 23:36:50 +0400
<![CDATA[არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა]]> ajaratv.ge/article/161051 https://ajaratv.ge/rss სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ბრძანებით, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა.

ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს ინფორმაციას.

„თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი), გაფრთხილებების მიუხედავად, საეკლესიო კანონიკური ეთიკის არაერთგზისი დარღვევისათვის, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე, შეუჩერდეს მღვდელმოქმედების უფლება“, - ნათქვამია პატრიარქის ბრძანებაში.

]]>
Mon, 15 Dec 2025 20:57:35 +0400
<![CDATA[გოდერძი ჩოხელის სახელობის კონკურსი]]> ajaratv.ge/article/161047 https://ajaratv.ge/rss დღეს გოდერძი ჩოხელის სახელობის რიგით მე-9 ლიტერატურული კონკურსის — „ერთგულება“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

სამკაციანმა ჟიურიმ ლიტერატურული მინიატურის ჟანრში სამი გამარჯვებული გამოავლინა, რომლებიც სიგელებითა და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ.

ღონისძიება პერფორმანსით გაიხსნა. ორგანიზატორების თქმით, კონკურსი წლებია ხელს უწყობს ჟანრის განვითარებას და ახალი ავტორების აღმოჩენას.

კონკურის მხარდამჭერი კულტურის სამინისტროა.

]]>
Mon, 15 Dec 2025 19:50:08 +0400
<![CDATA[მოლაპარაკებები უკრაინის გარშემო]]> ajaratv.ge/article/161046 https://ajaratv.ge/rss მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში ახლა ბერლინია, სადაც სამშვიდობო გეგმაზე მოლაპარაკებები გაიმართა. რამდენიმე საათის მანძილზე ზელენსკი და უიტკოფი ერთმანეთს დელეგაციებთან ერთად გერმანიის კანცლერის ადმინისტრაციაში ხვდებოდნენ.

ტრამპის 20 პუნქტიანი შეთანხმება და პირობები, რაც ომის დასრულების წინაპირობა უნდა გახდეს. ამ ეტაპზე ცნობილია ის, რომ უკრაინის პრეზიდენტი მზად არის უსაფრთხოების სანაცვლოდ უარი თქვას ნატოში გაწევრიანებაზე. 

მედიის ცნობით, აშშ ითხოვს დონბასიდან უკრაინის ჯარების გაყვანას, კიევი კი არ თანხმდება მოთხოვნაზე.

]]>
Mon, 15 Dec 2025 19:48:47 +0400
<![CDATA[ენერგოფორუმი თბილისში]]> ajaratv.ge/article/161045 https://ajaratv.ge/rss „საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკა 2025 - შეჯამება და მოლოდინები“-თემაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ კონფერენციაზე ისაუბრა.

როგორც ინგა ფხალაძემ აღნიშნა, ქვეყნის განვითარების პროცესში ენერგეტიკა მნიშვნელოვანი სტრატეგიული საფუძველია, რომელიც როგორც ეროვნული უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური კეთილდღეობის მიმართულებით საქართველოს გრძელვადიანი მიზნების განხორციელებას უზრუნველყოფს.

მინისტრის მოადგილემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ არსებული გლობალური გამოწვევების ფონზე, ენერგოეფექტურობის გაძლიერება, განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების ხელშეწყობა და ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია ეროვნული ეკონომიკური პოლიტიკის  უმნიშვნელოვანესი მიმართულებებია.

]]>
Mon, 15 Dec 2025 17:35:06 +0400
<![CDATA[ჯუანშერ ბურჭულაძის სასამართლო]]> ajaratv.ge/article/161044 https://ajaratv.ge/rss თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის და სხვა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების სისხლის სამართლის საქმის განხილვა. დღეს წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს.  

ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა ერთ-ერთი კომპანიის ბუღალტერის გამოკითხვაზე , საუბარია კომპანიაზე, რომელსაც ადვოკატების თქმით, ჯუანშერ ბურჭულაძე თანამდებობის დაკავებამდე ფლობდა.

მათი თქმით, ბუღალტრის ჩვენებით დადასტურდება, რომ ბურჭულაძისთვის წაყენებული ბრალი უსაფუძვლოა, თუმცა სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის საქმეზე ბრალდებულები არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.

]]>
Mon, 15 Dec 2025 17:32:29 +0400
<![CDATA[საქართველოს პრეზიდენტი სიდნეიში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის დროს დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს]]> ajaratv.ge/article/161043 https://ajaratv.ge/rss საქართველო მკაცრად გმობს სიდნეიში, ბონდის სანაპიროზე, ხანუქას დღესასწაულის აღნიშვნისას მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

როგორც ყაველაშვილი წერს, თანაგრძნობას გამოხატავს მსხვერპლთა ოჯახების მიმართ.

„ღრმა თანაგრძნობას გამოვხატავთ მსხვერპლთა ოჯახების მიმართ და ვლოცულობთ დაჭრილების სრული და სწრაფი გამოჯანმრთელებისთვის“, - წერს მიხეილ ყაველაშვილი.

 
]]>
Mon, 15 Dec 2025 15:27:49 +0400
<![CDATA[ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა ბრიუსელში]]> ajaratv.ge/article/161042 https://ajaratv.ge/rss ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დაიწყო. მოლაპარაკებების მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე ომია. აღნიშნულთან დაკავშირებით, დისკუსიის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, კაია კალასმა განაცხადა. ევროკავშირი აპირებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცროს, ასევე მინისტრები იმსჯელებენ უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე. ვირტუალურ რეჟიმში შედგება ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკებები უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან.  განსახილველ თემებს შორის არის ასევე ახლო აღმოსავლეთი, სირია და ევროკავშირის ურთიერთობები ჩინეთთან. შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტების კითხვებზე საპასუხოდ, საქართველოს შესახებ ისაუბრა ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა. განცხადება გააკეთა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმაც.

]]>
Mon, 15 Dec 2025 15:02:15 +0400
<![CDATA[შეფასებები საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე]]> ajaratv.ge/article/161041 https://ajaratv.ge/rss  ,,ბრიუსელში ეს შეხვედრაც საქართველოს წინააღმდეგ დარტყმებისთვის იქნება გამოყენებული“- განაცხადა  პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა. დეპუტატს მოლოდინი აქვს რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებაზე საქართველოსთან დაკავშირებით არაერთ სიცრუე  და დეზინფორმაცია  გაჟღერდება.

]]>
Mon, 15 Dec 2025 15:01:29 +0400
<![CDATA[შეფასებები „ნაციონალური მოძრაობის “ საკონსტიტუციო სარჩელზე]]> ajaratv.ge/article/161040 https://ajaratv.ge/rss საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების" მიერ მიღებული კანონების წინააღმდეგ, ენმ-ს მიერ  სარჩელის შეტანას   გახარიას პარტიაში ეხმაურებიან. პარტიაში ამ გადაწყვეტილებას სერიოზულად ვერ უყურებენ და აცხადებენ რომ  ნაც, მოძრაობის პარტიას არაკონსტიტუციურად გამოცხადების  საფრთხე ყველაზე ნაკლებად ემუქრება,  რადგან  როგორც ვიკა ფილფანი ამბობს  "ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა იმისთის რომ ენმ ,    ფეხზე დამდგარიყო. 

]]>
Mon, 15 Dec 2025 15:00:42 +0400
<![CDATA[„დემოგრაფიული პოლიტიკა საქართველოში“]]> ajaratv.ge/article/161036 https://ajaratv.ge/rss „დემოგრაფიული პოლიტიკა საქართველოში“- პარლამენტში საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ „ხალხის ძალის“ ინიციატივით სტაჟიორებთან შეხვედრა გაიმართა.    შეხვედრაზე   იმსჯელეს  საქართველოში მოქმედ დემოგრაფიულ გამოწვევებზე და იმ პოლიტიკურ ნაბიჯებზე, რომლებიც  საჭიროებს  რეაგირებას.

]]>
Mon, 15 Dec 2025 14:57:21 +0400
<![CDATA[კოლუმბიაში ავტობუსის გზიდან გადავარდნას მსხვერპლი მოჰყვა]]> ajaratv.ge/article/161038 https://ajaratv.ge/rss კოლუმბიაში ავტობუსი, რომელსაც სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა, ხევში გადავარდა, რის შედეგადაც 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ავტობუსი სკოლის ექსკურსიის შემდეგ კარიბის ზღვის ქალაქ ტოლუდან მედელინში მიემგზავრებოდა და მას ანტიოკენიოს რეგიონის სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა. მოსწავლეები სკოლის დამთავრებას აღნიშნავდნენ.

]]>
Mon, 15 Dec 2025 14:40:07 +0400