ცესკო-ს მონაცემებით, 20:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე 1 438 116 ამომრჩეველი მივიდა, რაც საერთო რაოდენობის 40.93 პროცენტს შეადგენს

04 ოქტომბერი 2025, 21:30 184 ნახვა

20:00 საათისთვის საარჩევნო უბანზე 1 438 116 ამომრჩეველი მივიდა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 40.93 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, არჩევნების დღემ ძირითადად მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიარა.

დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. ხმის მიცემის პროცესი 08:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდა. ქვეყნის მასშტაბით 3 061 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. ადგილობრივი არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 12 პოლიტიკური პარტია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე