დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ და ჩვენს ყველა ამომრჩეველს, საერთოდ, ქართულ საზოგადოებას, რომელმაც მოახერხა და საბოლოოდ გავსწორდით წელში, რომ იტყვიან, აი, ეს არის რეალური შედეგი - ბიძინა ივანიშვილი

04 ოქტომბერი 2025, 20:19 145 ნახვა

დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ და ჩვენს ყველა ამომრჩეველს, საერთოდ, ქართულ საზოგადოებას, რომელმაც მოახერხა და საბოლოოდ გავსწორდით წელში, რომ იტყვიან, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ოფისში შეკრებილ მხარდამჭერებს.

მისივე თქმით, ეს არის ის, რასაც იმსახურებს საქართველო.

„მართლაც შთამბეჭდავია გამარჯვება. გილოცავთ და რა თქმა უნდა, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ და ჩვენს ყველა ამომრჩეველს, საერთოდ, ქართულ საზოგადოებას, რომელმაც მოახერხა და საბოლოოდ გავსწორდით წელში, რომ იტყვიან. აი, ეს არის რეალური შედეგი. ეს არის ის, რასაც იმსახურებს საქართველო, რასაც იმსახურებს ჩვენი ისტორია, რასაც იმსახურებს ჩვენი გენეტიკა. ამით ჩვენ პატივი მივაგეთ უკვე ჩვენს წინაპარს.

 

ჩვენ ვართ უნიჭიერესი ერი, რაღაც დროს, რაღაც სიტუაციაში ჩვენ დავიკარგეთ, მაგრამ ვიკრებთ ძალას და აუცილებლად ღირსეულ ადგილს დავიჭერთ მსოფლიოში“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე