საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ვფიქრობდით ცირკის დაბრუნებას მუნიციპალიტეტისთვის, თუმცა მგონია, აუცილებელია ფსიქიატრიულის აშენება დედაქალაქში - კახა კალაძე

04 ოქტომბერი 2025, 19:22 183 ნახვა

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ვფიქრობდით ცირკის დაბრუნებას მუნიციპალიტეტისთვის, თუმცა მგონია, აუცილებელია ფსიქიატრიულის აშენება დედაქალაქში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პაატა ბურჭულაძის „4 ოქტომბრის ეროვნული კრების დეკლარაციის“ შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„არ ვიცი, რა გიპასუხოთ. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ვფიქრობდით ცირკის დაბრუნებას მუნიციპალიტეტისთვის, თუმცა მგონია, რომ აუცილებელია ფსიქიატრიულის აშენება დედაქალაქში, ეს არის ჩემი პასუხი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, ქვეყანაში შეკრების და გამოხატვის თავისუფლება დაცულია.

„ნებისმიერ ადამიანს თუ დაჯგუფებას შეუძლია, თავისი მოსაზრება გამოხატოს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, თუნდაც მიტინგის ფორმა მისაღებია, მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს კანონის ფარგლებში. ვინმე თუ გაბედავს და გადადგამს კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯებს, ამას, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან, შესაბამისი უწყებების მხრიდან კანონის ფარგლებში რეაგირება მოჰყვება. ყველა ქმედებას მოჰყვება რეაგირება, ქვეყანაში გვექნება მშვიდობა, იქნება სიმშვიდე. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის პასუხი არის ის, რომ ხალხი მივიდა არჩევნებზე, გამოხატა მხარდაჭერა, თანადგომა „ქართული ოცნების“ მიმართ, ეს არის პასუხი ქართველი ხალხის  მხრიდან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პაატა ბურჭულაძემ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე „4 ოქტომბრის დეკლარაცია“, „დასაჭერთა სია“ წაიკითხა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში გარდამავალ პერიოდს აცხადებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე