თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძემ ხმების 71.55% მიიღო, ირაკლი კუპრაძემ 12.45%, იაგო ხვიჩიამ 7.52% - ცესკოს წინასწარი მონაცემები

04 ოქტომბერი 2025, 21:24 96 ნახვა

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, თბილისის მერობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან", კახა კალაძემ ამომრჩეველთა ხმების 71.557% მიიღო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის დედაქალაქში დათვლილი 584 უბიდან 572-ის შედეგები ცნობილია.

ცესკოს ინფორმაციით, 12.459%-იანი მხარდაჭერა მიიღო პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოსა" და "გახარია საქართველოსთვის" თბილისის მერობის კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ.

ამასთან, "გირჩი - მეტი თავისუფლების" კანდიდატმა, იაგო ხვიჩიამ ამომრჩეველთა ხმების 7.528% მიიღო, "კონსერვატორები საქართველოსთვის" კანდიდატმა, ზურაბ მახარაძემ კი - 4.121%.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე