უეფამ ფუტსალის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ნაკრებები წილისყრის წინ ოთხ კალათაში გაანაწილა. საქართველოს ნაკრები, რომელმაც პლეი-ოფში სლოვაკეთის დამარცხებით მოიპოვა ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება, მესამე კალათაშია პოლონეთთან, სომხეთსა და ბელარუსთან ერთად. შესაბამისად, ჯგუფში მათ ვერ შეხვდება.
ჯგუფური ეტაპის წილსისყრა 24 ოქტომბერს ჩატარდება.
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად 2022 წელს ითამაშა და ჯგუფიდანაც გავიდა, როცა აზერბაიჯანი და ბოსნია დაამარცხა, ხოლო ბოლო ტურში ესპანეთთან წააგო.
ფუტსალში ევროპის ჩემპიონატი 21 იანვრიდან 7 თებერვლამდე სლოვენიაში, ლიეტუვასა და ლატვიაში გაიმართება.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე