მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან დამარცხდა. სოფიაში ჩატარებული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
პირველი ტაიმი ბულგარელებმა ორბურთიანი უპირატესობით მოიგეს.
88-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა სხვაობა ლუკა ლოჩოშვილის გოლით შეამცირა, თუმცა დარჩენილ წუთებში ანგარიში აღარ შეცვლილა.
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა მესამე ადგილზე დაასრულა.
ჯგუფის მეორე შეხვედრა ესპანეთსა და თურქეთს შორის ფრედ 2:2 დასრულდა.