ალექსანდრ ჯიკიჩმა საკალათბურთო ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

18 ნოემბერი 2025, 11:05 75 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ცნობილია – მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდარ ჯიკიჩმა ის 24 მოთამაშე დაასახელა, რომლიდანაც მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ძირითად შემადგენლობას შეარჩევს.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი 27 ნოემბერს დაიწყება. საქართველოს ჯგუფში ესპანეთი, უკრაინა და დანია მოხვდნენ. მომდევნო, მეორე ჯგუფურ ეტაპზე კი 3 საუკეთესო გადის. საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ტურნირის პირველი ფანჯრის ფარგლებში 2 მატჩს ჩაატარებს – 27 ნოემბერს თბილისში უკრაინას უმასპინძლებს, ხოლო 30 ნოემბერს ტენერიფეში ესპანეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.
ნაკრები თბილისში 20 ნოემბერს შეიკრიბება. მთავარი მწვრთნელის, ალეკსანდარ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით თავდაპირველად სუპერლიგაში მოთამაშე კალათბურთელები ივარჯიშებენ, ლეგიონერები კი თანდათან შეუერთდებიან.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე