ბათუმის „დინამო“ ჩემთვის არასდროს ყოფილა ბიზნესი - არჩილ ბერიძე

13 დეკემბერი 2025, 12:03 352 ნახვა

ბათუმის „დინამოს“ გარშემო ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმაა. არ მინდა, ყველა ბათუმელის, აჭარელისა და მთელი საქართველოს საყვარელი გუნდი რაიმე სახით სპეკულაციის ობიექტი გახდეს, - ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ გუნდში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.

როგორც ბერიძემ პირველ არხთან განაცხადა, უახლოეს პერიოდში, პრესკონფერენციას გამართავს და ყველაფერს დეტალურად ახსნის.

"მთავარი მინდა იცოდეთ – ბათუმის „დინამო“ ჩემთვის არასდროს ყოფილა ბიზნესი. ეს იყო ჩემი ვალდებულება ბათუმელების, ფეხბურთის ფედერაციისა და ხელისუფლების წინაშე, რომელმაც გუნდი გარკვეული პირობებით გადმომცა.

 

ამის შემდეგ, წარმოუდგენელი რამ გაკეთდა როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სპორტული თვალსაზრისით. მე კი ყოველთვის ქართული ფეხბურთისა და ბათუმის „დინამოს“ მიმართ სიყვარული და წინსვლის სურვილი მამოძრავებდა“, – განაცხადა პირველ არხთან არჩილ ბერიძემ.

Geo Team-ის ინფორმაციით, 2026 წლიდან ბათუმის „დინამოს“ ახალი მფლობელი ეყოლება. გავრცელებული ცნობებით, გუნდის ხელმძღვანელობას  თემურ მიქელაძე გეგმავს.

ბათუმის „დინამო“ 2017 წელს ჯონი ბაკურიძისა და არჩილ ბერიძის მფლობელობაში გადავიდა. ოთხწლიანი პერიოდის განმავლობაში (2019-2023) გუნდმა არსებობის ისტორიაში ყველაზე მეტი ტიტული მოიპოვა – ორჯერ გახდა ეროვნული ლიგის ჩემპიონი, სამჯერ – ვიცე-ჩემპიონი და ერთხელ საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი