სპორტის მინისტრი ევროპის სროლის კონფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა -შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში სროლის სახეობათა განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ამავე შეხვედრისას სპორტის მინისტრმა ლეგენდარულ ქართველ მსროლელს, ნინო სალუქვაძეს, ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად არჩევაც მიულოცა. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
