„ჯვაროსნები“ ესპანეთთან მატჩისთის ემზადებიან

12 ნოემბერი 2025, 11:06 79 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩებისთვის მზადებას აგრძელებს. შეკრების მეორე ვარჯიში ჩვენმა გუნდმა მიხეილ მესხი 2-ზე ჩაატარა. საწვრთნელ პროცესში 21 ფეხბურთელი მონაწილეობდა. საბა გოგლიჩიძე, ნიკა გაგნიძე და გაბრიელ სიგუა ინდივიდუალურად ემზადებიან, ხოლო გიორგი ქოჩორაშვილი ნაკრების სავარჯიშო პროცესში დღეს ჩაერთვება. წლის ბოლო საშინაო მატჩს ჩვენი გუნდი 15 ნოემბერს, დინამო არენაზე, ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს. 18 ნოემბერს კი, ნაკრები ბულგარეთს სოფიაში ესტუმრება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე