ოთარ კიტეიშვილმა ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა და ავსტრიის ბუნდესლიგაში გრაცის „შტურმს“ „ჰარტბერგთან“ გასვლითი მატჩი 1:0 მოაგებინა. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი „შტურმის“ მწვრთნელმა „პანათინაიკოსთან“ ევროპა ლიგის მატჩის შემდეგ სათადარიგოთა შორის დატოვა და მოედანზე 54-ე წუთზე შეუშვა.
კიტეიშვილმა მე-80 წუთზე მასპინძელთა კარში დანიშნული პენალტი გამოიყენა, გუნდს სამი ქულა მოუტანა, 8.4 ქულა დაიმსახურა და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
ქართველი ნახცევარმცველი ავსტრიის ბუნდესლიგაში 8 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით ბომბარდირთა შორისაა. „შტურმი“ კი 25 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა.
