სემინარი კონტაქტურ კარატეში

01 დეკემბერი 2025, 11:20 72 ნახვა

სამი დღის განმავლობაში ბათუმის სპორტის სასახლე კონტაქტურ კარატეში საწვრთნელ სემინარს მასპინძლობდა, რომელიც მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მებრძოლმა ბულგარელმა ვალერი დიმიტროვმა ჩაატარა.

ვალერი დიმიტროვი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს 12 წლის მანძილზე ფლობდა, კონტინენტის პირველობა კი 22-ჯერ აქვს მოგებული. არის შავი ქამარი მეხუთე დანის მფლობელი და ატარებს შიხანის წოდებას.

სემინარში საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად, ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდული და ჭაბუკთა ნაკრებებიც მონაწილეობდნენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში