გოგა ბითაძის და „ორლანდოს" მორიგი გამარჯვება 

47 წუთის წინ 57 ნახვა

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა საკუთარ მოედანზე „ჩიკაგო ბულსის“ წინააღმდეგ გამართა და მეტოქე 125:120 დაამარცხა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა მწვრთნელისგან 18 წუთი მიიღო, ხოლო თავის გუნდს 8 ქულა, 5 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 4 დაფარება და ერთი ჩაჭრა შესძინა.

ბითაძემ სამი ორქულიანი და ორი საჯარიმო ჩააგდო, დაფარებების მხრივ კი ის მოედანზე ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო.

ქართველი მოთამაშის გუნდი 13 მოგებითა და 8 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა. მომდევნო მატჩს „ორლანდო“ 4 დეკემბერს „სან ანტონიოსთან“ ჩაატარებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი