ქართველი ძიუდოისტები ძიგარო კანოს მემორიალზე იასპარეზებენ

48 წუთის წინ 47 ნახვა

6-7 დეკემბერს 2025 წლის სეზონს ძიგარო კანოს ტურნირი დახურავს და აი, ჩვენი ნაკრების შემადგენლობა ასეთია. ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი, ზაურ დვალაშვილი, ილია სულამანიძე, ნიკა ხარაზიშვილი, გურამ თუშიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი, ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე.

მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ტურნირი აქამდე სამ ქართველს აქვს მოგებული.

1982 წელს ეს დავით ბოდაველმა შეძლო, 2015 წელს ოქროს მედალი ავთანდილ ჭრიკიშვილმა მოიპოვა, 2019 წელს კი ჩემპიონი ბექა ღვინიაშვილი გახდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი