დღეს, 15 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში ესპანეთს უმასპინძლებს.
შეხვედრა „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება.
პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
მიმდინარე შესარჩევ ციკლში ესპანეთის ნაკრებმა საქართველოს ელჩეში უმასპინძლა და 2:0 გაიმარჯვა.