თორნიკე შენგელიამ და „ბარსელონამ“ „ბაიერნი“ დაამარცხეს

13 ნოემბერი 2025, 15:56 117 ნახვა

ევროლიგის მე-10 ტურში თორნიკე შენგელიას „ბარსელონამ“ სტუმრად მიუნხენის „ბაიერნი“ დაძაბულ ბრძოლაში 75:74 დაამარცხა.

თორნიკე შენგელიამ არასრულ 28 წუთში 10 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 7-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

„ბაიერნის“ რიგებში არ უთამაშია კამარ ბოლდუინს, რომელსაც ტრავმა აქვს და ნოემბერში საქართველოს ნაკრებსაც ვერ დაეხმარება.

„ბარსელონა“ 6 მოგებით და 4 წაგებით ევროლიგაში მერვე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 14 ნოემბერს, შენგელიას ყოფილ გუნდს, „ვირტუს ბოლონიას“ უმასპინძლებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე