შეხვედრა სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებულ გუნდებთან

11 ნოემბერი 2025, 11:58 86 ნახვა

მცხეთის N1 საჯარო სკოლის ვაჟთა და ამბროლაურის N2 საჯარო სკოლის გოგონათა გუნდები ბრაზილიაში გაემგზავრებიან, სადაც ფუტსალის სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებენ.  

პლანეტის პირველობაზე ჩემპიონობისთვის 23 გუნდი იბრძოლებს. საქართველოში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ორწლიანი ციკლით ტარდება, მასში გამარჯვებულ სკოლათა გუნდები კი სასკოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობენ.

სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებულ გუნდებს სპორტის მინისტრი შეხვდა და ფუტსალის მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატება უსურვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე