სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტომ" „ბლეიზერსი" დაამარცხა 

03 დეკემბერი 2025, 08:59 56 ნახვა

ზედიზედ ორი გასვლითი მარცხის შემდეგ სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსი“ საკუთარ არენაზე „პორტლენდ ბლეიზერსს“ დაუპირისპირდნენ და 121:118 დაამარცხეს. გამარჯვებულთა შემადგენლობაში 28 ქულით ბარნსი გამოირჩა, 23 ქულა ჰქონდა ქუიქლის, 21 – ინგრემს.

სანდრო მამუკელაშვილმა 19 წუთი ითამაშა, 6 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მოაგროვა. „ტორონტოს“ 22 მატჩიდან 15 აქვს მოგებული და აღმოსავლეთის კონფერენციაში მეორე ადგილზეა.

უახლოეს მატჩს კი 5 დეკემბერს შინ, „ლეიკერსთან“ გამართავს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში