საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ მაგიდის ჩოგბურთში ხორვატიის ნაკრების კოორდინატორთან, ნევენ ცეგნართან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსა და საქართველოში მაგიდის ჩოგბურთის პოპულარიზაციისა და განვითარების შესახებ იმსჯელეს. სპორტის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გურამ გოგოლაძე და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ნევენ ცეგნარი ხორვატიის ქალთა ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა. ის ასევე იყო საერთაშორისო მაგიდის ჩოგბურთის გაერთიანების განვითარების მენეჯერი. ხორვატიის ეროვნულ ნაკრებში მისი მოღვაწეობისას ნაკრებმა არაერთ საერთაშორისო წარმატებას მიაღწია.
