საქართველოს ნაკრების კალათბურთელი დუდა სანაძე კარიერას ესპანურ „პალმერ ბასკეტში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა. 33 წლის ქართველი კალათბურთელი მალიორკულ გუნდს სეზონის ბოლომდე შეუერთდა. დუდა ამ პერიოდის განმავლობაში უგუნდოდ იყო. „პალმერი“ ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონში თამაშობს, სადაც 6 ტურის შემდეგ 1 მოგებით და 5 წაგებით ბოლო, მე-17 ადგილზეა.