გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ ჩემპიონთა ლიგაზე D ჯგუფის ლიდერია

12 ნოემბერი 2025, 11:05 61 ნახვა

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ თურქული „ტოფაში“ 80:70 დაამარცხა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა ცენტრმა 21 წუთში 5 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. გიორგიმ 2-დან 2 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 12-ს გაუტოლდა. „ტენერიფე“ D ჯგუფში 4 მოგებით პირველ ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 10 დეკემბერს, „ტრაპანის“ უმასპინძლებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე