საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბრის ტესტ-მატჩების სერიის პირველი შეხვედრა ბათუმში აშშ-ის ნაკრებთან ჩაატარა და მეტოქე 43:30 დაამარცხა. „ბორჯღალოსნებმა“ პირველი ტაიმი 26:24 მოიგეს.
მეორე ტაიმში ამერიკელები ისევ წინ გაიჭრნენ თუმცა მეორე ტაიმის მეორე ნახევარში ჩვენმა ბიჭებმა ორი ლელო დადეს,აბჟანდაძემ ორივეჯერ ზუსტად გარდასახა და საბოლოოდ 43:30 მოვიგეთ ნოემბრის ტესტ-მატჩების სერიის მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 15 ნოემბერს კვლავ ბათუმში გამართავს – „ბორჯღალოსნების“ მეტოქე კანადის ნაკრები იქნება.