საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბრის ტესტ-მატჩების სერიის პირველი შეხვედრა ბათუმში აშშ-ის ნაკრებთან ჩაატარა და მეტოქე 43:30 დაამარცხა. ხვალ ჩვენი გუნდის მეტოქე უკვე კანადის ეროვნული გუდნი იქნება, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში ამერიკის შეერთებული შტატების გუნდს მოუგო.
დღეს „ბორჯღალოსნებმა“ კაპიტნის ვარჯიში გამართეს. გუნდში ოთხი მორაგბე საფრანგეთის ჩემპიონატიდან გამოიძახეს, რომლებიც მთავარი მწვრთნელისა და კაპიტანის აზრით, ნაკრებს მნიშვნელოვნად გააძლიერებენ. შეგახსენებთ, რომ საქართველო კანადის დაპირისპირება ხვალ ბათუმის სტადიონზე 16:00 საათზე დაიწყება.