5-დან 7 დეკემბრის ჩათვლით ბათუმის სპორტის სასახლე კრივში აჭარის ასაკობრივ ჩემპიონატს უმასპინძლებს. შ
ეჯიბრება 2008-2009, 2010-2011 და 2012-2013 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა შორის გაიმართება. ტურნირში გამარჯვებულებისგან დაკომპლექტდება აჭარის ნაკრები, რომელიც ასევე დეკემბერში, საქართველოს ჩემპიონატზე იასპარეზებს.
წინასწარი შეხვედრები 5 და 6 დეკემბერს ჩატარდება, ფინალური ორთაბრძოლები კი კვირას, 7 დეკემბერს 12:00 საათიდან დაიწყება.
