ავსტრალიაში რაგბის 2027 წლის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა და გაირკვა საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები.
„ბორჯღალოსნები“ B ჯგუფში სამხრეთ აფრიკის, იტალიისა და რუმინეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდნენ.
მომდევნო ეტაპის საგზურს ჯგუფის პირველ-მეორე ადგილოსნები და ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი მოიპოვებს. მსოფლიო თასის გათამაშება 2027 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყება.
