გოგა ბითაძის 8 ქულა „სან ანტონიოსთან“

04 დეკემბერი 2025, 12:48 88 ნახვა

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა საკუთარ მოედანზე „სან ანტონიოს“ წინააღმდეგ გამართა და 112:114 დამარცხდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა მწვრთნელისგან 19 წუთი მიიღო, ხოლო თავის გუნდს 8 ქულა, 5 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, ერთი დაფარება და ერთი ჩაჭრა შესძინა.

ქართველი მოთამაშის გუნდი 13 მოგებითა და 9 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა. მომდევნო მატჩს „ორლანდო“ 6 დეკემბერს „მაიამი ჰიტთან“ ჩაატარებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში