საქართველოს ქალთა ნაკრები გუნდურ მსოფლიო ჩემპიონატზე პლეი ოფში ითამაშებს

21 ნოემბერი 2025, 12:06 94 ნახვა

ესპანეთის ქალაქ ლინარესში მიმდინარე მოჭადრაკე ქალთა გუნდურ მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობს საქართველოს ნაკრები. ოთხი ტურის შემდეგ ოთხი მოგებით საქართველოს ნაკრები ჯგუფში პირველ ადგილზეა.

ქართველმა მოჭადრაკეებმა ტურნირზე უზბეკეთის, ინდოეთის, უკრაინისა და ჩინეთის ნაკრებები დაამარცხეს და პლეი ოფის საგზური ვადაზე ადრე გაინაღდეს.

თითოეული ქვეჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე ოთხი  გუნდი გადის და რვა საუკეთესო ნაკრები ნოკაუტფორმატით განაგრძობს ასპარეზობას. საბოლოოდ, ოთხი საუკეთესო ნაკრები ნახევარფინალებსა და ფინალში მსოფლიო ჩემპიონს გამოავლენს.

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავენ ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, ბელა ხოტენაშვილი, მერი არაბიძე, ანასტასია კირთაძე, კესარია მგელაძე და კაპიტანი სალომე მელია.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე