ქართველმა ძიუდოისტმა, საქართველოს ნაკრების ყოფილმა წევრმა და ტიტულოვანმა სპორტსმენმა ბექა ღვინიაშვილმა MMA-ში სადებიუტო შეხვედრა გამართა. მისი მეტოქე ბულგარელი ვესელინ დიმიტროვი იყო. ბრძოლა თავიდანვე ქართველის უპირატესობით დაიწყო. ღვინიაშვილმა მეტოქე 30-ე წამზე ტქნიკური ნოკაუტით დამარცხა და MMA-ში პირველი გამარჯვება იზეიმა.
