საერთაშორისო საახალწლო საჭადრაკო ფესტივალი

07 დეკემბერი 2025, 20:19 97 ნახვა

ბათუმში დასრულდა ტრადიციული ღია საერთაშორისო საახალწლო ფესტივალი ჭადრაკში, რომელსაც საჭადრაკო კლუბი „ნონა“ უკვე მეთერთმეტე წელია ატარებს. ფესტივალი „ბათუმი ევროპის სპორტის ქალაქის“ ფარგლებში გაიმართა და ექვს ტურნირს მოიცავდა, მათ შორის სწრაფ ჭადრაკში ვაჟთა და ქალთა შორის, შერეულ ასპარეზობებს, ელვისებურ ჭადრაკს და რაპიდს. წელს ტურნირში 200-მდე მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა.
საქართველოსთან ერთად პირველობისთვის იბრძოდნენ მოჭადრაკეები უკრაინიდან, ფიდეს ორი ქვეყნიდან, სომხეთიდან, მონტენეგროდან, ყაზახეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან, მათ შორის საერთაშორისო კლასის დიდოსტატები და ოსტატები. ტურნირი შვეიცარული სისტემით, 7 ტურად ჩატარდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში