ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღორჯომში გაიმართა ზურაბ შავაძის და ზაურ ბოლქვაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მუნიციპალური პირველობა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. ტურნირში მუნიციპალიტეტის 70-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
ასპარეზობების შემდეგ გამოვლინდნენ გამარჯვებულები და პრიზიორები, რომლებსაც თასები, მედლები, სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.
ინფორმაცია და ვიდეო მასალა ხულოს მერიამ მოგვაწოდა.
