მერაბ დვალიშვილი ხვალ იბრძოლებს

06 დეკემბერი 2025, 12:40 110 ნახვა

ხვალ ლას ვეგასში 34 წლის ქართველი მებრძოლი რუს პიოტრ იანს შეხვდება. UFC-ს ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის მორიგი საჩემპიონო ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა.  აწონვების ოფიციალური ცერემონიის დროს დვალიშვილმა 61 კგ დააფიქსირა.
დვალიშვილს UFC-ში ზედიზედ 14 შეხვედრა აქვს მოგებული. მან სუპერმსუბუქი დივიზიონის ქამარი 2024 წლის სექტემბერში შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ მოიპოვა, ხოლო მიმდინარე წელს ტიტული სამჯერ დაიცვა. იანთან გამარჯვების შემთხვევაში ქართველი UFC-ს ისტორიაში პირველი მებრძოლი გახდება, რომელიც კალენდარული წლის მანძილზე ოთხ საჩემპიონო შეხვედრას მოიგებს

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში