ქუთაისში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე სპორტულ ცეკვებში წარმატებით იასპარეზეს ბათუმის ლათინო-ამერიკული და ევროპული ცეკვების ქორეოგრაფიული სტუდია „ლას ვეგას“ მოცეკვავეებმა.
ეროვნულ პირველობაზე მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა ნია აბრამიძემ. „ლას ვეგა-ს“ მოცეკვავეებმა ასევე წარმატებით იასპარეზეს იქვე გამართულ იმერეთის ღია ჩემპიონატზე.
იუნიორ წყვილთა შორის ალექსანდრა ცინცაძისა და მარკო არჩაიას წყვილმა გაიმარჯვა. უმცროსი ასაკის იუნიორთა შორის სხვადასხვა კატეგორიებში ვიცე-ჩემპიონის ტიტული ანრი გათენაძის და მარიამ მჟავანაძის, ასევე ალექს დანიკიანისა და თამარ ანთაძის წყვილმა მოიპოვეს.
უფროსების ქვეჯგუფის ლათინში ანი დუმბაძემ დაიკავა პირველი ადგილი. იუნიორ გოგონათა სოლო სტანდარტულ ცეკვებში ტურნირის გამარჯვებული გახდა ანა ბაჟინოვა, ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა დეა დეკანაძემ, ასევე სტანდარტულ ცეკვებში მეორე საპრიზო ადგილი აიღო მარიამ ეგიზარიანმა.
