სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტომ“ ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო

21 ნოემბერი 2025, 12:08 99 ნახვა

ტორონტო რეპტორსმა“ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მე-15 მატჩი გამართა და მეათე მოიგო. სანდრო მამუკელაშვილის გუნდი ამჯერად „ფილადელფიას“ ესტუმრა და 121:112 გაიმარჯვა.

„ტორონტოს“ ბომბარდირები გახდნენ ბარეტი და ინგრემი – 22-22 ქულით.

მამუკელაშვილმა 15 წუთი ითამაშა, 7 ქულა და 2-2 მოხსნა-პასი და ჩაჭრა მიითვალა. „რეპტორსისთვის“ ეს იყო ზედიზედ მეხუთე მოგება 12 ნოემბრის შემდეგ. მომდევნო მატჩს შინ „ვაშინგტონთან“ 22 ნოემბერს გამართავს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე