ევროლიგის მე-12 ტურში თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ „ანადოლუ ეფესს“ ესტუმრა და 73:74 დამარცხდა.
თორნიკე შენგელიამ არასრულ 14 წუთში 4 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. „ანადოლუ ეფესის“ მთავარი მწვრთნელი საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი - იგორ კოკოშკოვია.
„ბარსელონა“ ევროლიგაში 7 მოგებით და 5 წაგებით მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 26 ნოემბერს, „ლიონ-ვილერბანს“ უმასპინძლებს.