დღეს ბათუმში სტარტს აიღებს ტრადიციული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი „ბათუმის თასი 2025“, რომელიც 15 წლამდე ჭაბუკთა შორის ტარდება. შეჯიბრება უკვე მეოთხედ იმართება და მასში ისეთი საფეხბურთო აკადემიის გუნდები მონაწილეობენ, როგორებიცაა ესპანური „ვალენსია“, ნიდერლანდების „ეინდჰოვენი“ და უკრაინის „შახტარი.
რაც შეეხება ქართულ კლუბებს, საქართველოს „ბათუმის თასზე“ თბილისის „დინამო“, „საბურთალო“, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის გუნდი და „პორტუს ბათუმი“ წარმოადგენს.
ტურნირში რვა გუნდი მონაწილეობს, რომლებიც ორ ჯგუფში არიან გადანაწილებული, სადაც პირველ და მეორე ადგილზე გასულები პლეი-ოფში ნახევარფინალის საგზურისთვის ითამაშებენ.
„ბათუმის თასი 2025“ 12 ოქტომბერს დასრულდება. დღეს ტურნირის ორგანიზატორებმა პრესკონფერენცია გამართეს და მომავალი ტურნირის შესახებ ისაუბრეს. საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი აჭარის სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.
აქვე გეტყვით, რომ საფეხბურთო მატჩები ლეონიძის ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო ბაზაზე გაიმართება.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე