ქართველმა სამბისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 11 მედალი მოიპოვეს

06 ოქტომბერი 2025, 09:31 138 ნახვა

ინდონეზიის ქალაქო ბოგორში დასრულდა სამბისტთა მსოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდებსა და ჭაბუკებს შორის, სადაც საქართველოს ნაკრებმა 11 მედალი მოიპოვა, თუმცა ტურნირი ოქროს გარეშე დაასრულა. ჭაბუკების ანგარიშზეა 1 ვერცხლი და 6 ბრინჯაო, ახალგაზრდები კი 4 ბრინჯაოს დასჯერდნენ.

ჭაბუკებში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ია ჯელაძე გახდა, მესამეზე კი ბიჭებში გიორგი დულარიძე, ლუკა ნიქაბაძე და ნოდარ სვიანაძე, გოგონებში კი ანა გაგოშიძე, ბარბარე ფხაკაძე და მარიამ გაბიტაშვილი გავიდნენ.

ახალგაზრდებში ბრინჯაოს მედალი ბიჭებში ზურაბ ზვიადაურმა, ხოლო გოგონებში თამარ სუხიაშვილმა, ეკა ზამთარაშვილმა და ნია სპანდერაშვილმა მოიპოვეს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე