სპორტის მინისტრი ლაშა გურულს შეხვდა

06 ოქტომბერი 2025, 09:48 118 ნახვა

სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ მოკრივე ლაშა გურულს მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა და მომავალ ასპარეზობებშიც გამარჯვება უსურვა. კრივის მსოფლიოს ჩემპიონატს ლივერპულმა უმასპინძლა.

ლაშა გურულმა მეოთხედფინალში ინდოელი აბინაშ ჯამვალი დაამარცხა, ტრავმის გამო ნახევარფინალში ასპარეზობა ვეღარ შეძლო და ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. 

გურულისთვის ეს მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული მესამე ბრინჯაოს მედალია, ის ასევე პარიზის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორია, მან დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში კრივში პირველი მედალი მოიპოვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე