ღია რესპუბლიკური ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში 

22 ნოემბერი 2025, 14:01 62 ნახვა

დღეს ბათუმის სპორტის სასახლეში სტარტი აიღო საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის, თავისუფალ ჭიდაობაში აჭარიდან ევროპის პირველი ვიცე-ჩემპიონის კობა კაკალაძის სახელობის ტრადიციულმა ღია რესპუბლიკურმა ტურნირმა თავისუფალ ჭიდაობაში.

შეჯიბრება უმცროსი ასაკის ჭაბუკთა შორის ტარდება და მასში საქართველოს ყველა რეგიონის წარმომადგენლებთან ერთად, სომხეთის ხუთი გუნდი მონაწილეობს. სულ ჩემპიონობისთვის 380 მოზარდი იბრძვის.

დღეს საღამოს გამოვლინდებიან ფინალისტები, რომლებიც ხვალ ოქროს მედლებისთვის იბრძოლებენ. ტურნირი ხვალ დასრულდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე