ბათუმის ტრაგედიიდან 4 წელი გავიდა. 2021 წლის 8 ოქტომბერს დილით 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, რასაც 9 ადამიანის, მათ შორის სამი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ნანგრევებს შორის მოყვა 11 ადამიანი – მათგან კი მხოლოდ ორი გადარჩა. დაღუპულებიდან ოთხი ადამიანი ერთი ოჯახის წევრი იყო. სახლის ჩამონგრევის მიზეზად სარდაფის გაფართოების მიზნით პირველ სართულზე მზიდი კედლების მოშლა დასახელდა. ჩამონგრეული სახლის ადგილას ახალი კორპუსი აშენდა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე