კოორდინირებული მმართველობით საქართველოს მთავრობა ევროპაში მე-13, მსოფლიოში კი 24-ე პოზიციაზე გავიდა

25 ნოემბერი 2025, 10:01 94 ნახვა

ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, კოორდინირებული მმართველობის რეიტინგს აქვეყნებს.

რეიტინგი ეფუძნება ბეტსელმანის ფონდის გლობალურ გამოკვლევას თემებზე: „რამდენად შეუძლია მთავრობას კონფლიქტური მიზნების კოორდინაცია „თანმიმდევრულ პოლიტიკაში“ და როგორია მდგრადი განვითარების ინდიკატორების მიხედვით სხვადასხვა მმართველობითი ორგანოებისა და უწყებების კოორდინაციის მახასიათებლები.

გლობალურ გამოკვლევაში საქართველოს მთავრობამ მაღალი შეფასება მიიღო, მსოფლიოში 24-ე პოზიციაზე მოხვდა და ევროპაში მე-13 ადგილზე გამწესდა. საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 2 ქვეყანას, OECD -ის, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 16 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: იაპონია, გერმანია, შვეიცარია, შვედეთი, ისლანდია, ნორვეგია, ავსტრია, ნიდერლანდები, სლოვაკეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, მალტა, კვიპროსი, ჩრდილოეთ მაკედონია, ისრაელი, თურქეთი.

ამასთან, საქართველო რეიტინგით უთანაბრდება დიდი შვიდეულის 1 და ევროკავშირის წევრ 6 სახელმწიფოს: იტალიას, პორტუგალიას, პოლონეთს, ჩეხეთს, ხორვატიასა და ლატვიას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი