მას შემდეგ რაც საქართველომ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) და ასევე, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის თავმჯდომარეობა გადაიბარა, PABSEC რიგით 66-ე გენერალური ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა შალვა პაპუაშვილი.
როგორც მან სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, PABSEC-ის საქართველოს თავმჯდომარეობა ფოკუსირებული იქნება დაკავშირებადობის განვითარებაზე, ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობასა და საპარლამენტო დიპლომატიის გაძლიერებაზე.
შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ისეთმა ინიციატივებმა, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი და შავი ზღვის საბორნე მომსახურება, შესაძლოა გარდამტეხი როლი ითამაშონ დაკავშირებადობის სფეროში.