,,საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს'' დირექტორის კონკურსი მეორედ ჩავარდა

24 ნოემბერი 2025, 14:35 155 ნახვა

"საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს’’ დირექტორობის თანამდებობაზე დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში  მონაწილეობა აკაკი ბერიძემ და ანი კეკუამ მიიღო. თუმცა, მეორე ეტაპი ვერც ერთმა გადალახა.

სამეურვეო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განმარტეს, რომ ანი კეკუას დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებდა საკონკურსო მოთხოვნებს. კერძოდ, განათლების ხარისხისა და ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილების ნაწილში. შესაბამისად, კეკუას კანდიდატურა დისკვალიფიცირებული იქნა. რაც შეეხება აკაკი ბერიძეს, სამეურვეო საბჭოს სრულმა შემადგენლობამ უარი განაცხადა მის კანდიდატურაზე.

სხდომაზე ასევე ითქვა, რომ ახალი კონკურსი 20 იანვრის შემდეგ დაინიშნება.

 
 
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

კონკურსში მონაწილე კანდიდტების სია