შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, შსს-ს ავტორობით მომზადებული კანონპროექტი სამ სხვადასხვა კატეგორიის იარაღთან დაკავშირებით რეგულაციების გადახედვას ითვალისწინებს. ალექსანდრე დარახველიძემ საკითხი იურიდიულ კომიტეტზე წარადგინა.
დარახველიძის განმარტებით, რეგულაციებს საფუძვლად უდევს შესაბამისი კვლევა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედებს.
ცვლილების თანახმად, იარაღის გამოყენების საშუალება ექნება მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც დანიშნულებით ესაჭიროება, მხოლოდ პოლიციის თანხმობით შეძლებს, ეს იარაღი შეიძინოს და გამოიყენოს.
რაც შეეხება გაზის აეროზოლურ მოწყობილობას, ე.წ. წიწაკის სპრეის, ამ შემთხვევაში დგინდება შეზღუდვა, რომ 18 წლის ასაკს მიუღწეველი ბავშვებისათვის ხელმისაწვდომი არ იქნება, ვინაიდან ხშირია თვითდაზიანებისა და მისი არადანიშნულებისამებრ გამოყენების შემთხვევები.