ქობულეთში არსებულმა ციტრუსის მიმღებმა და გადამამუშავებელმა საწარმომ მუშაობა დაიწყო. სადაც ფერმერებს შეუძლიათ არასტანდარტული მანდარინი მიიტანონ და ჩააბარონ.
გასულ წელს საწარმომ 3-ათასი ტონა მანდარინი გადაამუშავა, წელს კი დაახლოებით 10-ტონაზე მეტის მოლოდინი აქვთ. საწარმო მანდარინის კონცენტრირებული წვენს აზიის და ევროპის ქვეყნებში სარეალიზაციოდ ამზადებს.
ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, მიმდინარე წელს მოსალოდნელია 60 ათას ტონაზე მეტი მოსავალი, რაც წინა წლის მაჩვენებელს 30%-ით აღემატება.
აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს არასტანდარტულ მანდარინზე სახელმწიფოს სუბსიდია 0,35 თეთრია, ხუთ თეთრს კი საწარმო იხდის.