აქცია მახვილაურში

51 წუთის წინ 88 ნახვა

ხმაური იყო მახვილაურის დასახლებაში, სადაც ადგილობრივებმა გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, კერძო პირი დასახლებულ პუნქტთან სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს, მშენებლობისგან გამოწვეული პრობლემები კი მათ საფრთხეს უქმნის. ისინი განმარტებას სწორედ მშენებელისგან ითხოვდნენ. 

კერძო მესაკუთრის განცხადებით, მან მიწის ნაკვეთი შეიძინა, რომელსაც მისივე თქმით მძიმე ტექნიკისა ასევე სამშენებლო მასალების დასაწყობად გამოიყენებს, რასაც მოსახლეობა ეწინააღმდეგება.

ადგილობრივებს ასევე პრეტენზია აქვთ სამშენებლო კომპანია “ფოლადთანაც”, რომელმაც მახვილაურში ავტობანი ააშენა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, კომპანიამ გარემო დააბინძურა და ინერტული მასალები ტერიტორიიდან არ გაიტანა.

მახვილაურში მცხოვრებლების პრეტენზიებს უპასუხეს „ფოლადში", სადაც განმარტეს, რომ ნარჩენებს ავტობანის სამშენებლო პროცესის დასრულების შემდეგ გაიტანენ.  

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

კონკურსში მონაწილე კანდიდტების სია