პროექტ „მუსიკა საზღვრების გარეშე“-ს დასკვნითი კონცერტი გაიმართა. პროექტში ოთხი ქვეყნის უმაღლესი მუსიკალური სასწავლებლების პროფესორები და სტუდენტები იღებენ მონაწილეობას.
მასში ესპანეთის „ვიგოს“ უმაღლესი კონსერვატორიის, იტალიის, ქალაქ ვენეციის „ბენედიტო მარჩელოს“ კონსერვატორიის, თურქეთის, ქალაქ ტრაპისოზონის მუსიკის აკადემიისა და ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები არიან ჩართულები.
პროექტი მომავალშიც გაგრძელდება და ახალ პროგრამებით წარდგება როგორც ქართველ, ისე უცხოელ მუსიკის მოყვარულთა წინაშე.
